მამარდა ბარსასთან, კვარა ვერონასთან - როგორია ქართველების პირველი ტური » სპორტის ხაზი

მამარდა ბარსასთან, კვარა ვერონასთან - როგორია ქართველების პირველი ტური

მამარდა ბარსასთან, კვარა ვერონასთან - როგორია ქართველების პირველი ტური
14-08-2024, 13:38
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის წამყვან 5 გამორჩეულ ჩემპიონატში უკვე 6 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, აქედან 4-ს კი თვალი აქტიურად უნდა მივადევნოთ.

ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე არიან ფეხბურთელები, რომლებიც მინდორზე თავიანთ დროს აქტიურად მიიღებენ, საბა გოგლიჩიძე და საბა საზონოვი კი მეტწილად სათადარიგოთა სკამზე იქნებიან.

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატს ვერონასთან შეხვედრით გახსნის, გუნდთან, რომელსაც ხვიჩამ ნაპოლის მაისურით პირველი გოლი გაუტანა. აღნიშნული შეხვედრა ვერონას სტადიონზე 18 აგვისტოს, ჩვენი დროით 20:30-ზე გაიმართება. ცხადია, ამ შეხვედრის ფავორიტად კონტეს გუნდი მიიჩნევა, თუმცა ვერონას იტალიის ჩემპიონატში გრანდები არაერთხელ გაუმწარებია.

გიორგი მამარდაშვილი და მისი ვალენსია თვით ბარსელონასთან იწყებენ. 17 აგვისტოს, 23:30-ზე ქართველის გუნდი ჰანსი ფლიკის ბარსას უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ახალი სეზონი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყოს. აქვეა სათქმელი ისიც, რომ მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლაზე საუბარი დღემდე საკმაოდ აქტიურია და სულაც არაა გამორიცხული ის, რომ ქართველი მეკარე რამდენიმე ტურის შემდეგ პრემიერ ლიგაში აღმოჩნდეს.

ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი ლიგა 1-ს 17 აგვისტოს, 23:00 საათზე იწყებს, მეტოქე კი მონაკო იქნება. სენტ ეტიენი უმაღლეს დივიზიონში ახალი აღზევებულია და უმთავრესი მიზანი ახალ დონეზე თავის დამკვიდრება იქნება. დავითაშვილი მოსამზადებელ მატჩებს მშვენივრად ატარებს და წესით, ქართველი პირდაპირ ძირითადში უნდა ვიხილოთ.

გიორგი მიქაუტაძის ლიონი საფრანგეთის ლიგას 18 აგვისტოს, 22:45-ზე დაიწყებს. ქართველი ფორვარდის გუნდი ლიგა 1-ის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს, კერძოდ რენს ესტუმრება და ტურნირის წარმატებით დაწყებას შეეცდება. დიდია შანსი იმისა, რომ ლიონმა 2 ფორვარდით ითამაშოს, სადაც ერთმანეთს ალექსანდრ ლაკაზეტი და გიორგი მიქაუტაძე შეუწყვილდებიან!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი