მამარდაშვილი თანახმაა - ფაბრიციო რომანო ქართველი მეკარის ტრანსფერის ბოლო დეტალებზე წერს » სპორტის ხაზი

მამარდაშვილი თანახმაა - ფაბრიციო რომანო ქართველი მეკარის ტრანსფერის ბოლო დეტალებზე წერს

მამარდაშვილი თანახმაა - ფაბრიციო რომანო ქართველი მეკარის ტრანსფერის ბოლო დეტალებზე წერს
13-08-2024, 14:19
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ლივერპულმა და ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე გამართეს.

წყაროს მტკიცებით, საკითხის დახურვამდე, ლივერპულში კიდევ ერთი შეხვედრა ჩანიშნეს, რათა გიორგი მამარდაშვილის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.

თავად ქართველი მეკარე მოხიბლულია ინგლისურ გრანდში გადასვლის წინადადებით და თანახმაა, ალისონ ბეკერის გუნდიდან წასვლამდე რომელიმე გუნდში 1-წლიანი იჯარით გაატაროს ერთი სეზონი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები წარმატებული თამაშის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის დამატებით არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა, მათგან კი ყველაზე აქტიური ლივერპული იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი