დღეს, 10 აგვისტოს ინგლისის რანგით მეორე დივიზიონი ოფიციალურად იწყება, გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი კი სულ რამდენიმე წუთში ითამაშებს.
უოტფორდი ახალი სეზონის ჩემპიონშიპში პირველ ოფიციალურ შეხვედრას მილუოლის წინააღმდეგ საგარეო კედლებში გამართავს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მწვრთნელის თვალში დაწინაურებული გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადშია და თავისი ახალი 8-ნომრიანი მაისურით უოტფორდს მოგებაში დაეხმარება.
ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება ჩვენი დროით 15:30-ზე დაიწყება.