"ცდილობდნენ ჩვენთვის სივრცეები არ მოეცათ" - "ბასაქშეჰირის" მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ცდილობდნენ ჩვენთვის სივრცეები არ მოეცათ" - "ბასაქშეჰირის" მწვრთნელი

"ცდილობდნენ ჩვენთვის სივრცეები არ მოეცათ" - "ბასაქშეჰირის" მწვრთნელი
9-08-2024, 11:14
Aa Aa
გაზიარება:

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიამ" შინ „ბასაქშეჰირი" მიიღო და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე გავიდა.

მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ცაგდას ათანმა გამარჯვების შემდეგ მედიასთანაც ისაუბრა:

" „იბერია” ფიზიკურად ჩვენზე უკეთ მომზადებული იყო, მათ ჩემპიონატში 19 თამაში ჩაატარეს. თამაში კარგად დავიწყეთ, პრესინგზე ვაკეთებდით აქცენტს. „იბერიამ” კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მებრძოლი გუნდია, პატივისცემას იმსახურებს.

ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა 2-3 ფეხბურთელის გამოსვლა საშუალოზე უარესი იყო.

გოლის გატანა დავიმსახურეთ. ეს გოლი დავიდსონმაც დაიმსახურა, ამ მატჩში საკმაოდ სახიფათო იყო. ეს გოლი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუ თამაში 0:0 მორჩებოდა, სტამბულში „იბერია” აქცენტს კვლავ დაცვაზე გააკეთებდა, ახლა კი მათგან უფრო ღია თამაშს ველი, რაც ნიშნავს, რომ შეტევაში ჩვენთვის მეტი სივრცე გაჩნდება.

„იბერიამ” უფრო მოტივირებულად, უფრო კონცენტრირებულად და უფრო კომპაქტურად ითამაშა ვიდრე ველოდით. ცდილობდნენ ჩვენთვის სივრცეები არ მოეცათ, წინა მატჩებში ასე არ იყო."
- თქვა თურქმა სპეციალისტმა.

საპასუხო მატჩი სტამბულში 15 აგვისტოს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი