სხვადასხვა პრემიერლიგური თუ არაბული კლუბის შემდეგ, მამარდაშვილს მსურველები არ აკლდება და იტალიურ მედიაში გავრცელებული ამბისდა მიხედვით, ქართველი მეკარის დამატება ახლა უკვე ანტონიო კონტეს სურს და მეტიც, ეს მისი "ერთადერთი ოცნებაა".
"მე ვიცი, რომ ანტონიო კონტეს ერთადერთი ოცნება აქვს: ეს გიორგი მამარდაშვილია, ვალენსიისა და საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი. კონტეს ძალიან უნდა მისი თავის გუნდში ხილვა." - ვკითხულობთ ჟურნალისტ ჯერარდო ანტონიო ფასანოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ კონტე მიმდინარე წლის ივნისის თვიდან "ნაპოლის" უდგას სათავეში.