დებიუტი ევროტურნირზე - გოჩოლეიშვილმა კოპენჰაგენში პირველად ითამაშა » სპორტის ხაზი

დებიუტი ევროტურნირზე - გოჩოლეიშვილმა კოპენჰაგენში პირველად ითამაშა

დებიუტი ევროტურნირზე - გოჩოლეიშვილმა კოპენჰაგენში პირველად ითამაშა
8-08-2024, 01:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე გიორგი გოჩოლეიშვილმა დანიურ "კოპენჰაგენში" პირველი მატჩი ჩაატარა.

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში დანიელებმა ჩეხურ "ბანიკ ოსტრავას" უმასპინძლეს, სადაც 1:0 იმარჯვეს.

მატჩი სასტარტო თერთმეტეულიდან არ დაუწყია, თუმცა მეათე წუთზე მოედანზე გამოვიდა ქართველი ფეხბურთელი და სრული მატჩი ითამაშა, რა დროსაც მშვენივრად გამოიყურებოდა. საფეხბურთო სტატისტიკების ვებსაიტმა Sofascore, გოჩოლეიშვილის ასპარეზობა თამაშში 10 ბალიანი სისტემით 7,2 ქულით შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ გოჩოლეიშვილი "კოპენჰაგენში" იჯარის წესით, დონეცკის "შახტარიდან" ასპარეზობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი