საქართველოს ეროვნული ნაკრების განაპირა მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის შახტარი დატოვა და დანიურ კოპენჰაგენში გადავიდა, რის შესახებაც ინფორმაცია Geo Team-მა გამოაქვეყნა.
Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, კოპენჰაგენსა და ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეთანხმებულია, შეთანხმდნენ კლუბებიც.
ერთწლიანი იჯარა, გამოსყიდვის უფლებით.
- წერს ქართული გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს კოპენჰაგენში დავით ხოჭოლავა თამაშობდა, რომელმაც ტრავმიანობის გამო საფეხბურთო კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა.