"ეს გუნდისთვის გაცილებით უკეთესია" - გიორგი კოხრეიძე მატჩისწინ » სპორტის ხაზი

"ეს გუნდისთვის გაცილებით უკეთესია" - გიორგი კოხრეიძე მატჩისწინ

"ეს გუნდისთვის გაცილებით უკეთესია" - გიორგი კოხრეიძე მატჩისწინ
7-08-2024, 21:21
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 8 აგვისტოს, "იბერია 1999" თურქულ "ბასაქშეჰირს" შინ მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელ, ლევან კორღალიძესთან ერთად, თავისი სიტყვა თქვა ქართული კლუბის შემტევმა, გიორგი კოხრეიძემაც.

"მგზავრობის დროს ბევრ ენერგიას ვხარჯავთ, მაგრამ გამარჯვებამ და ამ ეტაპზე გასვლამ ყველანაირი დაღლა გაანეიტრალა. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და შევეცდებით, გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა ქართველი გულშემატკივარი გაბედნიერდეს.

ვფიქრობ, ჩვენი უპირატესობა ბურთის ფლობა იქნება. ამ მატჩში გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ.

მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელის კომენტარი, რომ ჩემს თამაშზე აქცენტს გააკეთებენ, ნიშნავს, რომ სხვა პოზიციებზე სივრცეები გაჩნდება და ეს გუნდისთვის გაცილებით უკეთესია.

გულშემატკივარს ვთხოვ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და გვერდით დაგვიდგნენ.

საქართველოს ნაკრების წარმატება ჩვენთვის სამაგალითოა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატმა დაგვანახა, რომ ყველანაირი შედეგის მიღწევა შესაძლებელია. თურქეთის ნაკრებთან მატჩში გამარჯვებას ვიმსახურებდით, რაც არ გამოვიდა, მაგრამ იმედი გვაქვს "ბასაქშეჰირთან" მოგებას შევძლებთ"
- თქვა ახალგაზრდა მოთამაშემ.

შეხვედრა სტარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე აიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი