'ვამაყობ ჩემი გუნდით' - შენგელიას, ზუროსის და გიორგი შერმადინის კომენტარები ისლანდიასთან მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

'ვამაყობ ჩემი გუნდით' - შენგელიას, ზუროსის და გიორგი შერმადინის კომენტარები ისლანდიასთან მატჩის შემდეგ

'ვამაყობ ჩემი გუნდით' - შენგელიას, ზუროსის და გიორგი შერმადინის კომენტარები ისლანდიასთან მატჩის შემდეგ
12-11-2022, 12:18
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა ისლანდიასთან გამართა და დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 85:88 იმარჯვა.

აღსანიშანავია, რომ ამ მოგებით ილია ზუროსის შეგირდებმა გადადგეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისათვის, რომ ითამაშონ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იაპონიაში იმართება.

ისლანდიასთან გამარჯვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ; მთავარმა მწვრთნელმა, ილია ზუროსმა და გიორგი შერმადინმა გააკეთეს.

თორნიკე შენგელია - "ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მინდა მივოლუცო ჩემს გუნდს და მათ მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, თავდადებისთვის, რაც ისლანდიასთან მატჩში დაგვანახეს. დიდი მადლობა დარბაზში მოსულ ქომაგს და დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ტელევიზორებთან იყვნენ და ისე გვამხნევებდნენ. ეს მოგება უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ეს გარანტიას არ გვაძლევს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ. წინ კიდევ რთული მატჩებია, იტალიასთან შეხვედრა გველის. იმედი მაქვს, რომ დარბაზი გაივსება და იტალიასთანაც მოვიგებთ."

'ვამაყობ ჩემი გუნდით' - შენგელიას, ზუროსის და გიორგი შერმადინის კომენტარები ისლანდიასთან მატჩის შემდეგ

თორნიკე გამორჩეული იყო

ილია ზუროსი - "პირველრიგში მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს, რომლებიც დღევანდელ თამაშში ბოლომდე დაიხარჯნენ და დიდი სამუშაო გასწიეს განსაკუთრებით ძალიან მოკლე მოსამზადებელი პერიოდისა და იმ მოთამაშეების გათვალისწინებით, რომლებსაც დიდი ხანია არ უთამაშიათ. დიდი თავგანწირვა გვაჩვენა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 2 დღის წინ კლუბში ითამაშა და მაშინვე ისლანდიაში ჩამოვიდა საიმისოდ, რომ ნაკრებთან ერთად კიდევ ერთი ურთულესი მატჩი ჩაეტარებინა."


ილია ზუროსის თავკაცობით ნაკრებმა მორიგი შეხვედრა მოიგო

გიორგი შერმადინი: "მივულოცავ ჩვენს გუნდს, ადრეც აღვნიშნე, რომ ეს მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. დაძაბული თამაში მოვიგეთ, მადლობა საქართველოში მყოფ ქომაგებს და აქ მოსულ ქართველ გულშემატკივრებს. იტალისთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, კიდევ ერთხელ ვეცდებით გავიხაროთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება ვიზეიმოთ."


შერმადინი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ძალაა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ციკლში მომდევნო მატჩი უკვე 14 ნოემბერს იტალიასთან ელის. თამაში თბილისში ჩატარდება და მისი მოგების შემთხვევაში, ქართველი კალათბურთელები მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპს ძალიან მიუახლოვდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი