ნეაპოლურმა გამოცემა Areanapoli-მ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი როლის შესახებ დაწერა და ქართველი ფეხბურთელი მაიაკოვსკის შეადარა.
ახალი მწვრთნელი ნაპოლიში ახალი გეგმებითაა. მისი მიზანია, რომ გუნდი ჭაობიდან ამოვიდეს, რისი მთავარი შემოქმედით ხვიჩა კვარაცხელია უნდა იყოს.
ხვიჩამ ცენტრიდან საჯარიმოს მიმართულებით ხშირად უნდა იმოძრაოს და ფორვარდთან ახლოს იმოქმედოს, რათა საკუთარი მომაკვდინებელი უნარები ხშირად გამოიყენოს. ქართველი ერთადერთია ათას კაცში, ის მაიაკოვსკია.
- წერს იტალიური გამოცემა.
ცნობისთვის, ნაპოლი თავის მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 10 აგვისტოს გამართავს, მეტოქე კი მოდენა იქნება.