"ნიურნბერგი მარტომ დაამარცხა" - ზივზივაძე პირველი ტურის სიმბოლურშია! » სპორტის ხაზი

"ნიურნბერგი მარტომ დაამარცხა" - ზივზივაძე პირველი ტურის სიმბოლურშია!

"ნიურნბერგი მარტომ დაამარცხა" - ზივზივაძე პირველი ტურის სიმბოლურშია!
5-08-2024, 11:44
Aa Aa
გაზიარება:

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Kicker-მა ბუდესლიგა 2-ის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც, ცხადია, ბუდუ ზივზივაძის ადგილიც მოიძებნა.

ბუდუს კარლსრუემ პირველ ტურში ნიურნბერგს უმასპინძლა, რომელთანაც ქართველის გუნდი 0:2-ს აგებდა, თუმცა მეტოქეს ზივზივაძემ სამი უპასუხო გოლი გაუტანა და თავის გუნდს პირველი ქულები მოუტანა.

აი, რას წერს გერმანული გამოცემა ქართველის შესახებ:

ბუდუმ ნიურნბერგი თითქმის მარტომ დაამარცხა. ის მორბენალი სპრინტერი ნამდვილად არ არის, მაგრამ მოკლე სივრცეებში საოცრად მოქმედებდა და ძალიან ეფექტური იყო. ამ გენიალური გამოსვლის შემდეგ ქართველით სხვა კლუბებიც დაინტერესდნენ, ტრანსფერი კი გამორიცხული სულაც არაა.

- დაწერა Kicker-მა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი