გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ახალ სეზონში, პირველივე ტურიდან ბუდუ ზივზივაძემ გოლების გატანა დაიწყო და მეტოქეს ჰეთ-თრიკი შეუსრულა, რისი წყალობითაც კარლსრუემ, მეტოქეს, ნიურნბერგს, 3:2 სძლია.
47-ე. 73-ე და 79-ე წუთებზე გატანილი გოლებით ბუდუმ თამაში შემოატრიალა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.
მატჩის შემდგომ, ადგილობრივ მედიასთან, კომენტარიც გააკეთა და თამაშიც შეაფასა:
"საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ეს ჩემი საუკეთესო თამაში იყო. სეზონის პირველ ნაწილში უფრო მეტი გოლის გატანა მსურს. დასაწყისში ასეთი სტარტი შესანიშნავია. ბიჭების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ერთად ვთამაშობთ და გუნდური სულისკვეთება გვაქვს.
ჩემ მომავალთან დაკავშირებით, დღევანდელობის გათვალისწინებით, ამჟამად ვრჩები. აქ ბედნიერი ვარ, ყველას ვუყვარვარ, რაც ძალიან მაბედნიერებს."
- თქვა ქართველმა ფორვარდმა.