"გურამისთვის რომ მეპასუხა.." - რინერი თუშიშვილთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"გურამისთვის რომ მეპასუხა.." - რინერი თუშიშვილთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს

"გურამისთვის რომ მეპასუხა.." - რინერი თუშიშვილთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს
4-08-2024, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა ადგილობრივ ტელევიზიაში სტუმრობისას ოლიმპიადაზე გურამ თუშიშვილთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

"ჩვენს შორის წარსულში დიდი გაუგებრობა იყო - ჩემპიონთა ლიგაზე გურამმა ორჯერ ისეთი რაღაც გააკეთა, რაც ძიუდოში დისკვალიფიკაციით ისჯება. თუშიშვილმა ისეთი ტექნიკა გამოიყენა, რასაც ჩემთვის ძალიან სერიოზული ტრავმის მოყენება შეეძლო.

რაც შეეხება ოლიმპიადას, ეს სპორტი გვასწავლის, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, განსაკუთრებით ამ დონის ტურნირებზე. გურამისთვის რომ მეპასუხა, ალბათ დისკვალიფიკაციას მომცემდნენ - ოქროს მედალზე ვფიქრობდი და არა იმ ეპიზოდზე, მე კარგად ვიცი, რომ მოვიგე
", - განაცხადა რინერმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე რინერმა თუშიშვილი იპონით დაამარცხა და გამარჯვება პროვოკაციულად აღნიშნა, რასაც თუშიშვილისგან პასუხიც მოჰყვა - საბოლოო ჯამში კი ქართველი ძიუდოისტი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი