ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: "აი, რას ვიზამთ გურამის სასჯელთან დაკავშირებით" » სპორტის ხაზი

ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: "აი, რას ვიზამთ გურამის სასჯელთან დაკავშირებით"

ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: "აი, რას ვიზამთ გურამის სასჯელთან დაკავშირებით"
3-08-2024, 16:19
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა გურამ თუშიშვილის დისკვალიფიკაციის საკითხზე ისაუბრა.

ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც შევძელით. რა თქმა უნდა, იყო ბევრი ემოცია, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი. მიხარია, რომ გავაგრძელეთ ის კურსი, რაც ტოკიოს ოლიმპიადაზე დავიწყეთ. იქ მიღწეული შედეგი არ იყო შემთხვევითი და დღეს ეს ყველას ვაჩვენეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძიუდოს და ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებისთვის.

ოლიმპიადა სხვა ფენომენია. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ სამი მედლით ამაყად ვბრუნდებით საქართველოში, ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს. თანაც, ერთი მედალი ლეგენდარულია, გვყავს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

გურამ თუშიშვილის მომავალთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, კომუნიკაცია გვაქვს, ეს ცხელი პერიოდი გაივლის და უფრო დალაგებულ სიტუაციაში შევეცდებით, სასჯელი არ იყოს ისეთი, რაც მას კარიერაში ხელს შეუშლის. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ.

- თქვა ქევხიშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი