როგორც დაიწერა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 4 აგვისტოს, 21:30-ზე დაეშვება.
ცხადია, ისინი ქართველი ქომაგებისგან დიდ მხარდაჭერას და გამხნევებას ელიან, ჩვენ კი ჩვენი ვალი უნდა შევასრულოთ.
მივულოცოთ და მადლობა გადავუხადოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის.
- წერენ ქართველი ქომაგები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საერთო გუნდურ ჩათვლაში რიგით მეოთხე ადგილი დაიკავა.