"ხიზილალა თანაგუნდელებს" - ბელგიური გამოცემა გიორგიზე წერს » სპორტის ხაზი

"ხიზილალა თანაგუნდელებს" - ბელგიური გამოცემა გიორგიზე წერს

"ხიზილალა თანაგუნდელებს" - ბელგიური გამოცემა გიორგიზე წერს
11-11-2022, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ქართველების "სლოვან ბრატისლავამ" "კონფერენს ლიგის" ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა და ამავე ტურნირის 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

"კონფერენს ლიგაზე" სლოვაკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ მაჩვენებლით, ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ კრისტიან კუამეს ჩამორჩება, რომელიც "ფიორენტინას" ფეხბურთელია.

აღსანიშნავია, რომ კრისტიან კუამესა და გიორგი ჩაკვეტაძის წარმატებულ თამაშს ბელგიური გამოცემა, კერძოდ Walfoot გამოეხმაურა, რომელმაც კუამეს, რომელიც "ანდერლეხტში" თამაშობდა და ჩაკვეტაძის, "გენტის" ყოფილი ფეხბურთელის მიღწევები გამოარჩია. ბელგიურმა მედიამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე ერთი საინტერესო ფრაზა გამოიყენა: "გიორგი ჩაკვეტაძემ თანაგუნდელებს ხიზილალა დაურიგა და გუნდს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ულიდერა."

შეგახსენებთ, ვილი სანიოლმა გიორგი ჩაკვეტაძეს ნაკრებში იმ შეხვედრისთვის უხმო, რომელიც გუნდმა 17 ნოემბერს მაროკოს წინააღმდეგ უნდა გამართოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი