ნაპოლიმ ზამბო ანგისას კონტრაქტი გაუხანგრძლივა - ამის შესახებ ინფორმაციას, კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
როგორც გაირკვა, 26 წლის კამერუნელმა მოთამაშემ ახალი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და მხარეებს კონტრაქტის 2 წლით ავტომატურად განახლების ვარიანტიც ექნებათ.
შეგახსენებთ, იტალიურმა გუნდმა ზამბო ანგისა 2021 წელს, ფულემიდან იჯარის წესით დაიმატა და მას შემდეგ, ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.
კამერუნელი შუახაზელის ანგარიშზე, მიმდინარე სეზონში 17 ჩატარებულ შეხვედრაში, 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.