ტატო გრიგალაშვილი საკმაოდ ახლოს იყო იმასთან, რომ კარიერაში პირველი ოლიმპიადა მოეგო, თუმცა ფინალში უძლიერეს ტაკანორი ნაგასეს შეხვდა და გამარჯვება სწორედ იაპონელს დარჩა.
მიუხედავად ფინალში გამარჯვებისა, ტაკანორი ნაგასემ ტატო გრიგალაშვილზე ძალიან თბილად და დადებითად ისაუბრა.
მადლობა ტატო გრიგალაშვილს ფინალში კონკურენციისთვის. მე მას შევხვედრივარ და ვიცი, რომ იგი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა. მას უდიდესი მომავალი აქვს და მჯერა, რომ კარიერის ბოლომდე ოლიმპიურ ჩემპიონობას შეძლებს. ის ამას იმსახურებს.
- თქვა ტაკანორი ნაგასემ.
ცნობისთვის, იაპონელმა ძიუდოისტმა გრიგალაშვილთან მოგებით ოლიმპიური ოქრო კარიერაში მეორეჯერ მოიპოვა.