საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ესპანური ვალენსიას მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს საუდის არაბეთიდან ზღაპრული შეთავაზება აქვს - ინფორმაციას ამის თაობაზე ესპანური Relevo ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, არაბები მზად არიან ტრანსფერის სანაცვლოდ ახლავე გადაიხადონ მოთხოვნილი 35 მილიონი ევრო, თუმცა კლუბის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.
ქართველი მეკარის ამჟამინდელი ხელფასი არაოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით €1 500 000 მილიონია და თუ არაბული კლუბის წინადადებას მიიღებს, ცხადია ეს თანხა კოლოსალურად გაიზრდება.
მიუხედავად სარფიანი შეთავაზებისა, გამორიცხულია, რომ ახალგაზრდა მეკარემ კარიერა არაბეთში გააგრძელოს, განსაკუთრებით კი წარმატებულად ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, როცა მამარდაშვილის მიმართ ევროპული ტოპ კლუბების ინტერესი ერთი ორად გაიზარდა.