გუშინ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა, როცა უზბეკმა დიორა კელდიაროვამ თანამედროვე ძიუდოს ლეგენდა და მთავარი ფავორიტი, უტა აბე დაამარცხა.
განცდილი მარცხი იაპონელმა ძიუდოისტმა ძალიან განიცადა, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აღნიშნულზე მოგვიანებით მცირე კომენტარი თავად ძიუდოისტმაც გააკეთა:
"ვერ მოვახერხე დამშვიდება, რადგან ოლიმპიადაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი და ამ დღისთვის ბევრი ვიშრომე", - განაცხადა უტა აბემ.