აბუ დაბიში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელმა, გიორგი სარდალაშვილმა განვლილი ტურნირი შეაფასა და ოლიმპიურ თამაშებზეც ისაუბრა.
"გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი ყველაზე ახალგაზრდა, 20 წლის ასაკში და ამით ვარ ამაყი, რადგან შევძელი და ისტორიაში ჩემი სახელი შევიდა. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ნაწილი ძალიან კარგი იყო. ყველამ გავიარეთ ინდივიდუალურად და ვისაც რა აკლდა, ის ყველაფერი გამოვასწორეთ."
"ახლა ყველა ერთად მოვემზადებით და რა თქმა უნდა, ოლიმპიურ თამაშებზეც მოლოდინი დიდია, რადგან ამ მსოფლიოს ჩემპიონატმა ჩემზე ფსიქოლოგიურად დადებითად იმოქმედა და საკუთარ თავში უფრო მეტად დამარწმუნა."
"ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ვიქნები და შევეცდები, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა ჩვენს ბიჭებს, ჩვენს გოგონებს და მთელ დელეგაციას მივცე მოტივაცია", - თქვა სარდალაშვილმა.