ზურიკოს მაროკოსთან ვერ ვიხილავთ? - 'ბორდოს' ფეხბურთელის გაშვება არ სურს » სპორტის ხაზი

ზურიკოს მაროკოსთან ვერ ვიხილავთ? - 'ბორდოს' ფეხბურთელის გაშვება არ სურს

ზურიკოს მაროკოსთან ვერ ვიხილავთ? - 'ბორდოს' ფეხბურთელის გაშვება არ სურს
14-11-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მაროკოსთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. რა თქმა უნდა ამ განაცხადში 'ბორდოს' ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილიც მოხვდა, რომელიც კარგ ფორმაშია.

თუმცა, როგორც ფრანგული მედია ამტკიცებს შესაძლოა 21 წლის შემტევმა მაროკოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა webgirondins ავრცელებს.

წყაროს ცნობით მიზეზი ისაა, რომ 'ბორდო' საფრანგეთის თასის მატჩს საქართველო-მაროკოს დაპირისპირებიდან 2 დღეში ატარებს – 19 ნოემბერს საფრანგეთის თასის 1/64-ფინალში ქართველის გუნდი 'ტრელისაკს' ესტუმრება, გუნდის მწვრთნელს დევიდ გიონს კი ქართველი შემტევის გუნდში ყოფნა სურს, რადგან ზურიკო ფრანგული კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ზურიკოს მაროკოსთან ვერ ვიხილავთ? - 'ბორდოს' ფეხბურთელის გაშვება არ სურს

ზურიკომ შესაძლოა მაროკოსთან ვერ ითამაშოს

"ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ვილი სანიოლმა 17 ნოემბერს მაროკოს წინააღმდეგ საქართველოს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩზე მიიწვია. როგორია მის გამგზავრებაზე ბორდოს პოზიცია?

17 ნოემბერს, 20:00-ზე, შარჯაში, საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება. მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბორდოს მოთამაშეს დაუძახა. როგორც სტეინ გრეგერსენის შემთხვევაში, ჟირონდინებმაც უნდა გადაწყვიტონ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ზურიკო დავითაშვილი ამ სათასო მატჩში.

ბორდო 19 ნოემბერს ითამაშებს საფრანგეთის თასზე ტრელისაკის წინააღმდეგ. ფრანსერხიო და ნსიმბა ამ მატჩს გამოტოვებენ. საეჭვოა, რომ დევიდ გიონს მოეწონოს გუდნის კიდევ ერთი მოთამაშის არყოფნა, როდესაც ბორდოში ისედაც საკადრო პრობლემებია.

დილით გიონი მედიასთან შეხვედრაზე ბორდოს მოთამაშეების ეროვნულ ნაკრებებში გამგზავრებაზე პოზიციის დაფიქსირებას მოერიდა. ცხადი გახდა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის." – ვკითხულობთ სტატიაში.


შეგახსენებთ იმასაც, რომ 'ჯვაროსნები' მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრას 17 ნოემბერს, გაერთიანებულ საამიროებში გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი