გასაოცარი იღბალი - როგორ გადარჩა დავითაშვილი კარიერის დანგრევას » სპორტის ხაზი

გასაოცარი იღბალი - როგორ გადარჩა დავითაშვილი კარიერის დანგრევას

გასაოცარი იღბალი - როგორ გადარჩა დავითაშვილი კარიერის დანგრევას
25-07-2024, 20:57
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ზურიკო დავითაშვილი სენტ ეტიენში გადასვლამდე ბორდოში თამაშობდა, რომელსაც ახლა კატასტროფული დრო უდგას.

საფრანგეთის უმაღლესი ლიგის მრავალგზის ჩემპიონი ფინანსური პრობლემების გამო რანგით მესამე დივიზიონში დააქვეითეს. გარდა ამისა, ბორდოში შემოსავალი თითქმის აღარ არსებობს, რის გამოც კლუბი გაკოტრებისკენ და გაუქმებისკენ მიდის.

აი, რა ინფორმაცია გავრცელდა ამასთან დაკავშირებით მედიაში:

ლიგა 1-ის ექვსგზის ჩემპიონმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას აცნობა, რომ ისინი პროფესიონალურ ლიცენზიას არ განაახლებენ. ყველა მოთამაშესთან კონტრაქტი გაუქმდება და სავარჯიშო ცენტრი დაიხურება.

ეს იმას ნიშნავს, რომ სენტ ეტიენი რომ არა, ზურიკო სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე უგუნდოდ დარჩებოდა და წესით, ქართველს მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიში მოუწევდა, ეს კი ამ ასაკში უდიდესი კარიერული უკუსვლა იქნებოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი