ჩაკვე გუნდს არ გაჰყოლია - რატომ არ თამაშობს გიორგი უოტფორდში » სპორტის ხაზი

ჩაკვე გუნდს არ გაჰყოლია - რატომ არ თამაშობს გიორგი უოტფორდში

ჩაკვე გუნდს არ გაჰყოლია - რატომ არ თამაშობს გიორგი უოტფორდში
24-07-2024, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა ახალი სეზონისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო და რამდენიმე ამხანაგური მატჩი უკვე გამართა კიდეც.

უოტფორდმა ბოლო სატესტო თამაში ჯილინგემის წინააღმდეგ ჩაატარა და 4:1 დამარცხდა, ამ მატჩში კი ჩაკვეტაძეს მონაწილეობა არ მიუღია.

სამწუხაროდ, ჩაკვე არც დღეს ითამაშებს. უოტფორდი 22:00 საათზე შოტლანდიურ ჰიბერნიანს გასვლაზე შეხვდება, გიორგი კი გუნდს არ გაჰყოლია.

როგორც ირკვევა, ჩაკვე ინგლისში რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად დარჩა და ადგილზე ივარჯიშა. დიდი ალბათობით, კლუბი ცდილობს, რომ ქართველი ფორმაში ნელ-ნელა ჩააყენოს და ყოველგვარი სარისკო მოქმედებები გამორიცხოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი