ვალენსიამ დამაჯერებლად მოიგო - რა შეფასება მიიღო მამარდამ » სპორტის ხაზი

ვალენსიამ დამაჯერებლად მოიგო - რა შეფასება მიიღო მამარდამ

ვალენსიამ დამაჯერებლად მოიგო - რა შეფასება მიიღო მამარდამ
11-11-2022, 00:51
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა "ვალენსია" - "ბეტისი", სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, 3:0.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა, ძირითადად მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ სამ ქულაშიც აისახა. პირველი გოლი საჯარიმო დარტყმით ანდრე ალმეიდამ 63-ე წუთზე გაიტანა. რაც შეეხება მეორე გოლს, ის პენალტის ნიშნულიდან უგო გილამონმა გაიფორმა. მესამე გოლი მატჩის მიწურულს, კერძოდ 93 წუთზე ჯასტინ კლუივერტმა გაიტანა.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მისი სარეიტინგო შეფასება 7.6 გამოდგა. ქართველმა მეკარემ პირველ ტაიმში ერთი დამაჯერებელი სეივი შემოგვთავაზა.

ამ მომენტისთვის, ქართველი მეკარის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ადგილს 19 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი