ესპანურ მედიაში საკმაოდ დიდი ხანი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ვალენსიას სტოლე დიმიტრიევსკის შეძენა სურდა, რაც საბოლოოდ რეალობად იქცა.
ვალენსიაში გადაბარგებულმა ჩრდილოეთ მაკედონიელმა მეკარემ ახალ თავგადასავალზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდში უსაქმოდ ყოფნას არ აპირებს.
ვნახოთ თუ როგორ წამივა საქმეები, თუმცა მე აქ იმისთვის მოვედი, რომ ვიმუშავო და უსაქმოდ არ ვიქნები.
- თქვა დიმიტრიევსკიმ.
ვალენსიამ ეს მეკარე რაიო ვალეკანოდან დაიმატა. სხვათა შორის, წლების წინ სტოლეს საქართველოს ნაკრებზე ნათქვამი ჰქონდა, რომ ჩვენთან შეხვედრისას გოლს არ გაუშვებდა, თუმცა იმ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიელმა ერთბაშად სამი ბურთი გაუშვა.