უსამართლობა გრძელდება - ლუკაკუს ნაპოლიში ხვიჩაზე მეტს გადაუხდიან » სპორტის ხაზი

უსამართლობა გრძელდება - ლუკაკუს ნაპოლიში ხვიჩაზე მეტს გადაუხდიან

უსამართლობა გრძელდება - ლუკაკუს ნაპოლიში ხვიჩაზე მეტს გადაუხდიან
21-07-2024, 14:50
Aa Aa
გაზიარება:

თითქმის უკვე ოფიციალურადაა გადაწყვეტილი, რომ მიმდინარე ზაფხულს ნაპოლის ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, რომელსაც გეზი პარი სენ-ჟერმენისკენ აქვს აღებული.

არაერთი იტალიური გამოცემა ადასტურებს, რომ ნაპოლიში ოსიმენის გზას რომელუ ლუკაკუ გააგრძელებს, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიაზე მაღალი ანაზღაურება ექნება.

ცნობილი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ აურელიო დე ლაურენტისი ბელგიელ ფორვარდს 6-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს, ახალი პირობებით კი კვარას 5.5-მილიონიანი ხელშეკრულება შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჯერჯერობით არცერთი წინადადება არ მიუღია, შესაბამისად, ზუსტად არ ვიცით თუ რამდენად დარჩება კვარა საბოლოოდ ნაპოლიში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი