ასე კვარა ამოისუნთქებს - რა განცხადება გაავრცელა ნაპოლის მწვრთნელმა » სპორტის ხაზი

ასე კვარა ამოისუნთქებს - რა განცხადება გაავრცელა ნაპოლის მწვრთნელმა

ასე კვარა ამოისუნთქებს - რა განცხადება გაავრცელა ნაპოლის მწვრთნელმა
21-07-2024, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი დიმაროში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს, გუნდის დამრიგებელი ანტონიო კონტე კი ახალ ტაქტიკებსა და სათამაშო სქემებს დაეძებს.

გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი ქვედალიგელ ანაუნეს 4:0 მოუგო, გუშინ კი სერია B-ს ბინადარი მანტოვა დაამარცხა. ამ თამაშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ნაპოლის მთავარი მწვრთნელი გამოჩნდა, რომელმაც ახალი სეზონის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

არ მჭირდება მყავდეს ისეთი გუნდი, რომელიც მხოლოდ დაცვაში ჩაჯდება და სიკვდილს დაელოდება. ვერ ვიტყვი, რომ მოედანზე ნაჩვენები ჟინითა და ხასიათით უკმაყოფილო ვარ, თუმცა გასაუმჯობესებელია ბურთის ფლობის კომპონენტი.

წინ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და შრომა არ უნდა შევწყვიტოთ. უნდა ვცადოთ, რომ პრესინგით ვითამაშოთ და მეტოქე ზეწოლის ქვეშ მოვაქციოთ. მაღალი ხაზით თამაში კარგად გამოგვდის და ასე უნდა გავაგრძელოთ.

- თქვა კონტემ.

ნაპოლის მწვრთნელის ეს კომენტარი და სათამაშო გეგმები ხვიჩას ამბიციებს კარგად რომ მოერგება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც კვარას ნაპოლიში თამაშისას გუნდელები ბურთს არც თუ ხშირად აწვდიდნენ ისეთ ადგილას, საიდანაც ხვიჩა პირდაპირ შეტევაზე იფიქრებდა და დამატებით სხვა არაფრის გაკეთება არ მოუწევდა, ახლა კი კონტესთან ერთად უკეთესის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რადგან ქართველი შემტევისთვის საქმე გაცილებით უფრო გამარტივებული იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი