"ერთ-ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო" - რა ინფორმაციას ავრცელებს ტორპედო? » სპორტის ხაზი

"ერთ-ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო" - რა ინფორმაციას ავრცელებს ტორპედო?

"ერთ-ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო" - რა ინფორმაციას ავრცელებს ტორპედო?
19-07-2024, 19:02
Aa Aa
გაზიარება:

ქუთაისის ტორპედოს პრესსამსახური გუშინდელი მატჩის შესახებ დამატებით და ყველასთვის მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ დილით ჩამოვედით ალბანეთში. გუნდს უნდა ევარჯიშა, მაგრამ მასპინძელმა კლუბმა არ დაგვახვედრა სათანადო სავარჯიშო მინდორი. გუნდს არ უვარჯიშია მატჩამდე. არ ჩატარდა წინასამატჩო პრესკონფერენცია. გასახდელში საშინელი სიცხე, არანაირი არაფერი.

დღეს მატჩამდე ორივე კარი გავზომეთ ჩვენით, რადგან ყველაფერს ველოდით ამათგან - აღმოჩნდა, რომ არც ისე ტყუილად. ერთ-ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო. დელეგატმა თუ გენდომებათ, მატჩს ჩავშლითო… ბიჭებმა ერთმანეთში ისაუბრეს და არა, ვითამაშებთ ყველაფრის მიუხედავადო. ხოდა დანარჩენი ისტორიაა და ეს ჩემი გუნდია!

- ამბობს ედო ბადალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტორპედომ ტირანა ალბანეთში 0:1 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში მოპოვებული უპირატესობით მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი