როგორი იქნება ლიონის შემადგენლობა მიქაუტაძის ტრანსფერის შემდეგ » სპორტის ხაზი

როგორი იქნება ლიონის შემადგენლობა მიქაუტაძის ტრანსფერის შემდეგ

როგორი იქნება ლიონის შემადგენლობა მიქაუტაძის ტრანსფერის შემდეგ
16-07-2024, 15:03
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე კარიერას მშობლიურ კლუბ ლიონში გააგრძელებს.

ფრანგული გამოცემები აქტიურად წერენ იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით ითამაშებს გუნდი ახალი ფეხბურთელის დამატების შემდეგ, რადგან, როგორც დაიწერა, გიორგიმ ლიონის ხელმძღვანელობისგან სათამაშო დროის გარანტია ფორვარდის პოზიციაზე მიიღო.

საქმე იმაშია, რომ 23 წლის შემტევს ამ პოზიციაზე უკვე გამოცდილი ალექსანდრ ლაკაზეტი დახვდება, რომლის გაყიდვასაც ფრანგული კლუბი არ ფიქრობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონი მომდევნო სეზონში ახალ სათამაშო სქემაზე გადავა და მეტოქეებს ორი ფორვარდით: გიორგი მიქაუტაძეთი და ალექსანდრ ლაკაზეტით შეუტევს.

ადგილობრივი მედიის ვარაუდით, გუნდი 4-2-2 სისტემით ითამაშებს.

ლიონი (4-4-2): ლოპესი - ტალიაფიკო, კალეტა, ობრაიენი, კლინტონი - მატიჩი, ტოლისო, ბენრამა, კაკერეტი - ლაკაზეტი, მიქაუტაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი