უარი მონაკოს და რომას ერთი ზარის გამო - რატომ აირჩია მიქაუტაძემ ლიონი » სპორტის ხაზი

უარი მონაკოს და რომას ერთი ზარის გამო - რატომ აირჩია მიქაუტაძემ ლიონი

უარი მონაკოს და რომას ერთი ზარის გამო - რატომ აირჩია მიქაუტაძემ ლიონი
16-07-2024, 11:39
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის მონაკოში ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა, რის გამოც ქართველი ფორვარდი კარიერას მშობლიურ ლიონში გააგრძელებს.

ჩაშლილ ტრანსფერზე და მის მიზეზებზე, Geo Team-მა ისაუბრა:

"ჩვენი ინფორმაციით, შეთანხმება შედგა ლიონსა და გიორგი მიქაუტაძეს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე. ლიონი სატრანსფერო თანხაზე მეცთან საბოლოო მოლაპარაკებაშია.

კი, გიორგი მიქაუტაძე მართლაც უნდა ყოფილიყო შაბათს მონაკოში და გაეფორმებინა კონტრაქტი, თუმცა... წინა საღამოს მიიღო ზარი ლიონისგან და ყველაფერი თავდაყირა დადგა.

ქართველ ფორვარდს მონაკოში გადასვლის ვარიანტი არ ხიბლავდა, რადგან არ მიუღია გარანტია მუდმივად ცენტრფორვარდად თამაშის თაობაზე. მსგავსი მიზეზის გამო უთხრა უარი რომას, რომელიც ფლანგის შემტევადაც განიხილავდა.

ჩვენი ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე ელაპარაკა ლიონის მწვრთნელს და მიიღო გარანტია, რომ მას მხოლოდ ცენტრფორვარდის პოზიციაზე განიხილავენ. გუნდი ახალ სეზონში 2 თავდამსხმელით ითამაშებს. წყვილში მიქაუტაძე - ლაკაზეტი
", - წერს Geo Team.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი