რონალდო, ტორესი, ბერგკამპი - გიორგი მიქაუტაძე ლეგენდების გვერდით » სპორტის ხაზი

რონალდო, ტორესი, ბერგკამპი - გიორგი მიქაუტაძე ლეგენდების გვერდით

რონალდო, ტორესი, ბერგკამპი - გიორგი მიქაუტაძე ლეგენდების გვერდით
13-07-2024, 19:35
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გიორგი მიქაუტაძეს ევრო 2024-ზე 3 გოლი აქვს გატანილი და ქართველ ფეხბურთელს ბომბარდირის სტატუსის ოფიციალურად მიღებამდე სულ რაღაც 1 მატჩი უკლია.

ინგლისისა და ესპანეთის ფინალში რამდენიმე კანდიდატია, რომლებსაც გოლის ან გოლების გატანის შემთხვევაში ტურნირის ერთპიროვნული ბომბარდირის წოდების მიღება შეეძლებათ (ოლმო, რუისი, კეინი, ბელინგემი და სხვა), თუმცა, ვიმედოვნოთ, რომ ეს არ მოხდება და ქართველი ფორვარდი ამ საოცარ ჯილდოს შეინარჩუნებს.

აი, როგორ ხალხში გაერევა გიორგი მიქაუტაძე იმ შემთხვევაში თუ ის ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდება:

ევრო 2020 - კრიშტიანუ რონალდუ
ევრო 2016 - ანტუან გრიზმანი
ევრო 2012 - ფერნანდო ტორესი
ევრო 2008 - დავიდ ვილა
ევრო 2004 - მილან ბაროში
ევრო 2000 - პატრიკ კლუივერტი, სავო მილოსევიჩი
ევრო 1996 - ალან შირერი
ევრო 1992 - დენის ბერგკამპი, ტომას ბროლინი, ჰენრიკ ლარსენი, კარლ-ჰაინც რიდლი
ევრო 1988 - მარკო ვან ბასტენი
ევრო 1984 - მიშელ პლატინი
ევრო 1980 - კლაუს ალოფსი
ევრო 1976 - დიტერ მიულერი
ევრო 1972 - გერდ მიულერი
ევრო 1968 - დრაგან ძაზიჩი
ევრო 1964 - ფერენც ბენე, დეზო ნოვაკი, შუს პერედა
ევრო 1960 - მილან გალიჩი, ფრანსის უეტი, ვალენტინ ივანოვი, დრაზან იერკოვიჩი, ვიქტორ პონედელნიკი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი