უეფამ წესები შეცვალა - მიქაუტაძეს ოქროს ბუცის მოგება კვლავ შეუძლია » სპორტის ხაზი

უეფამ წესები შეცვალა - მიქაუტაძეს ოქროს ბუცის მოგება კვლავ შეუძლია

უეფამ წესები შეცვალა - მიქაუტაძეს ოქროს ბუცის მოგება კვლავ შეუძლია
12-07-2024, 17:35
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთამენთს ესპანეთის და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ამ მომენტამდე, ტურნირის ერთპიროვნული ბომბარდირი ესპანელი შემტევი დანი ოლმო იყო, რომელსაც 3 გოლი აქვს, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით ერთით მეტი საგოლე გადაცემააქვს შესრულებული და ბომბარდირთა დავაშიც ამიტომ იყო დაწინაურებული.

თუმცა, ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს თანაბარი გოლების შემთხვევაში ევრო 2024-ის ყველა თანაბომბარდირი მიიღებს - გადაწყვეტილება უეფამ მიიღო.

ამ მომენტისთის, თანაბარი (3) გოლი 6 მოთამაშეს აქვს, ერთ-ერთი მათგანი გიორგი მიქაუტაძეცაა - თუმცა, ფინალში მხოლოდ ორი ითამაშებს, დანი ოლმო (ესპანეთი) და ჰარი კეინი (ინგლისი).

ასე რომ, თუ ზემოთხსენებულმა ფეხბურთელებმა ფინალში გოლით თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს, ოქროს ბუცს გიორგი მიქაუტაძეც მიიღებს.

უეფამ წესები შეცვალა - მიქაუტაძეს ოქროს ბუცის მოგება კვლავ შეუძლია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი