ნაპოლი სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ფეხბურთელის ტრანსფერით დაინტერესდა » სპორტის ხაზი

ნაპოლი სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ფეხბურთელის ტრანსფერით დაინტერესდა

ნაპოლი სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ფეხბურთელის ტრანსფერით დაინტერესდა
13-07-2024, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, მეისონ გრინვუდი შესაძლოა ნაპოლიში გადავიდეს.

წყაროს მტკიცებით, 22 წლის ფეხბურთელის შეძენას პარალელურად 27 მილიონ ევროდ მარსელი ცდილობს, თუმცა, ტრანსფერი ქალაქის მერმა დაბლოკა და საკითხის გადაწყვეტა ორშაბათამდე გადაიდო.

თავის მხრივ, ნაპოლი მზადაა მანჩესტერ იუნაიტედის და ფეხბურთელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუმცა თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდით - "წითელი ეშმაკების" პასუხი აღნიშნულ მოთხოვნაზე ამ ეტაპამდე უცნობია.

მიუხედავად ამ წინადადებისა, არ არის გამორიცხული მანჩესტერი ნაპოლის შეთავაზებას დათანხმდეს, რადგან გრინვუდს წარსულში მომხდარი ინციდენტის გამო ახალი კლუბის პოვნა უჭირს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მოთამაშე შეყვარებულმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და სოციალურ ქსელში დაზიანებული სახის ფოტო და ხმოვანი შეტყობინებები გამოაქვეყნა - საბოლოოდ სასამართლომ გრინვუდი გაამართლა, თუმცა იუნაიტედი ფეხბურთელს კლუბში ამ დრომდე არ აბრუნებს და იჯარის წესით სხვა კლუბებში ანათხოვრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი