ინგლისიდან და ესპანეთიდან - გიორგის დასამატებლად ახლა ეს 2 კლუბი იბრძვის » სპორტის ხაზი

ინგლისიდან და ესპანეთიდან - გიორგის დასამატებლად ახლა ეს 2 კლუბი იბრძვის

ინგლისიდან და ესპანეთიდან - გიორგის დასამატებლად ახლა ეს 2 კლუბი იბრძვის
12-07-2024, 18:16
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის გასაოცრად ჩატარების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ კიდევ უფრო ბევრი იწერება და მართლაც დიდი შანსია, რომ 2024/2025 წლების სეზონი ქართველმა მეკარემ ახალ კლუბში დაიწყოს.

ბოლო პერიოდში ვალენსიას კარის დარაჯით ყველაზე მეტად ნიუკასლ იუნაიტედი ინტერესდებოდა, თუმცა ესპანური კლუბის მიერ დასახელებულმა 40-მა მილიონმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სატრანსფერო ღირებულების სიძვირიდან გამომდინარე ინგლისელებმა სხვა მეკარის შეძენა გადაწყვიტეს და გიორგისთვის ბრძოლას ჩაეხსნენ, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქართველს მსურველები აღარ ჰყავს.

როგორც ესპანურმა Elgoldigital-მა დაწერა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარისთვის ახლა მადრიდის ატლეტიკო და ლონდონის ჩელსი იბრძვიან, თუმცა ორივეს განსხვავებული მიზნები და მოტივები ამოძრავებს.

ატლეტიკოში ყველაფერი იან ობლაკის გუნდიდან წასვლაზე იქნება დამოკიდებული. მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობაში მამარდაშვილის ვარიანტი ძალიან მოსწონთ, თუმცა თუ ობლაკი არ წავიდა, მაშინ ქართველის ტრანსფერი არც შედგება.

რაც შეეხება ლონდონურ მხარეს, ისინი რობერტ სანჩესისთვის კონკურენციის გაზრდას აპირებენ და მამარდაშვილი მათაც ძალიან მოსწონთ.

- წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე მამარდაშვილმა დღემდე ყველაზე მეტი სეივი შემოგვთავაზა. ქართველმა კარის დარაჯმა მეტოქის დარტყმული 29-ჯერ მოიგერია!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი