ბადრი კვარაცხელია "სარბიერთან" სტუმრობისას თავის შვილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. უფროსი კვარაცხელია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ფეხბურთისადმი დიდი ინტერესისა, ხვიჩა სკოლაშიც წარმატებული იყო.
„პატარაობისას ფეხბურთის გარდა, არაფერზე ფიქრობდა. მეზობლებს არ ასვენებდა. როცა დასავლეთიდან თბილისში ჩამოვდიოდით, ეზოში ვერც ერთ ბავშვს ნახავდით, ერთ წრეს დაარტყამდა და 10 ბავშვი მოჰყვებოდა. კორპუსის ქვეშ, სადაც ახლა ვცხოვრობ, კედელია, ფანჯარა არაა და იქ ურტყამდნენ ბურთს. ხმაური რომ იყო, მეზობლები ამბობდნენ, კვარაცხელიები ჩამოვიდნენო.