ხალხმა ძალიან განიცადა - გიორგი არაბიძე ამ აზიურ კლუბში გადავიდა » სპორტის ხაზი

ხალხმა ძალიან განიცადა - გიორგი არაბიძე ამ აზიურ კლუბში გადავიდა

ხალხმა ძალიან განიცადა - გიორგი არაბიძე ამ აზიურ კლუბში გადავიდა
10-07-2024, 21:23
Aa Aa
გაზიარება:

Geo Team-მა რამდენიმე წუთის წინ გიორგი არაბიძის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა:

გიორგი არაბიძემ სამხრეთ კორეის ჩემპიონ ულსან ჰიუნდაისთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია.

Geo Team-ის ინფორმაციით, შეთანხმდნენ ქუთაისის ტორპედოც და ულსანიც. სამხრეთ კორეული კლუბი გიორგი არაბიძეში სატრანსფერო თანხას გადაიხდის.

26 წლის ნახევარმცველმა სუპერთასზე დინამოს წინააღმდეგ ტორპედოს მაისურით ბოლოჯერ ითამაშა. როგორც შევიტყვეთ, ტირანასთან მატჩის დაწყებამდე კლუბი სტადიონზე გიორგი არაბიძეს დაემშვიდობება.

ამ მომენტში დარჩენილია ფეხბურთელის სავიზო დეტალები, შემდეგ სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმება.

გასულ სეზონში ულსან ჰიუნდაიში თამაშობდა ვაკო ყაზაიშვილიც. გუნდში, რომელიც ზედიზედ მე-3 წელია სამხრეთ კორეის ჩემპიონი ხდება.

- წერს ქართული გვერდი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი