არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა თანაბარი დონის ტურნირებია.
"აბსოლუტურად ყველა სანაკრებო ტურნირი რთულია და ადვილი მოსაგები არცერთია - ევრო 2024-ის ნახევარფინალში ძლიერი ნაკრებები გავიდნენ, მათ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ვთამაშეთ და ვფიქრობთ, რომ თავი კარგად წარმოვაჩინეთ.
მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არგენტინა ევროპის ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებდა.
ვფიქრობ, რომ კოპა ამერიკა და ევროპის ჩემპიონატი ერთი დონის ტურნირია. საინტერესო იქნებოდა კოპა ამერიკაზე ევროპული ნაკრების ხილვა და პირიქით, ევროპის ჩემპიონატზე არგენტინის ხივლა..", - განაცხადა სკალონიმ.
ცნობისთვის, არგენტინის ნაკრებმა ნახევარ-ფინალურ ეტაპზე კანადა 2:0 დაამარცხა.