"ევროპის ჩემპიონატი ჩამივარდა" - კილიან მბაპემ საკუთარი თამაში კრიტიკულად შეაფასა » სპორტის ხაზი

"ევროპის ჩემპიონატი ჩამივარდა" - კილიან მბაპემ საკუთარი თამაში კრიტიკულად შეაფასა

"ევროპის ჩემპიონატი ჩამივარდა" - კილიან მბაპემ საკუთარი თამაში კრიტიკულად შეაფასა
10-07-2024, 14:37
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემაც გააკეთა, რომელმაც საკუთარი თამაში ამ ტურნირზე გააკრიტიკა.

"ფეხბურთში ან კარგი ხარ, ან ცუდი - მე ამ ჩემპიონატზე კარგი არ ვიყავი, ეს ევრო ჩამივარდა.

მინდოდა, ევროპის ჩემპიონობა მეზეიმა, ახლა კი შვეულებაზე გასვლა მომიწევს, სადაც დავიძინებ, რაც ჩემთვის კარგი იქნება და ახალ ცხოვრებას დავიწყებ. ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი...
", - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე ახალი სეზონიდან რეალ მადრიდისთვის შეუტევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი