მიქაუტაძე რომაში? - ამჯერად ქართველის ტრანსფერზე Gazzetta Dello Sport წერს » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე რომაში? - ამჯერად ქართველის ტრანსფერზე Gazzetta Dello Sport წერს

მიქაუტაძე რომაში? - ამჯერად ქართველის ტრანსფერზე Gazzetta Dello Sport წერს
8-07-2024, 17:21
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების და ფრანგული მეცის თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის სახელი ამჯერად რომას დაუკავშირენ - ინფორმაციას შესაძლო ტრანსფერზე ადგილობრივი გამოცემა Gazzetta Dello Sport ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, რომაული კლუბი უახლოეს საათებში გიორგის აგენტთან მოლაპარაკებას გეგმავს, თუმცა, იტალიური კლუბისთის ხსენებული ტრანსფერი რთულად განსახორციელებელი იქნება, რადგან საქმეში სხვა კლუბებიც ფიგურირებენ, რომლებიც მოლაპარაკებებში დაწინაურდნენ.

ბოლო ცნობებით, შესაძლო ტრანსფერში ფრანგული მონაკო მოწინავე პოზიციას იკავებს.

ცნობისთვის, რომაული გუნდი უკვე დატოვეს რომელუ ლუკაკუმ და ანდრეა ბელოტიმ, შესაბამისად დე როსის თავდამსხმელის პოვნა სასწრაფოდ მოუწევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი