ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი სპორტული წყარო, განსაკუთრებით ესპანურები წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი მადრიდის რეალი ინტერესდება, რომლის პრიორიტეტიც შეტევის გაძლიერებაა.
ბევრი გულშემატკივარი ქართველისა და სამეფო გუნდის პოტენციურ კავშირს ჭორს უწოდებდა, თუმცა სიმართლის დასტურად თავად იხილეთ კვარას აგენტის, მამუკა ჯუღელის პასუხი ამავე თემის შესახებ:
"ინტერესდება თუ არა მადრიდის რეალი ხვიჩა კვარაცხელიათი? - დიახ, ეს ნამდვილად სიმართლეა. გარდა ამისა, არიან სხვა დიდი კლუბებიც." - თქვა ჯუღელმა
იტალიური Calciomercatoweb.it-ის ცნობით, სამეფო კლუბი ხვიჩას ფასის შემცირებას გეგმავს და ამისთვის ტრანსფერში სხვა ფეხბურთელის, ბრაჰიმ დიასის ჩართვას გეგმავს.
შეგახსენებთ, დიასი ამჟამად იჯარის წესით მილანში თამაშობს, მართალია როსონერის ფეხბურთელის ყიდვა შეუძლია, თუმცა მადრიდის რეალს მისი უკან დაბრუნების უფლება აქვს.