ქართველი ხელოვანი: "1981-ში დინამოელებს ვოლგები აჩუქეს, ახლანდელ პრემიებზე კი.." » სპორტის ხაზი

ქართველი ხელოვანი: "1981-ში დინამოელებს ვოლგები აჩუქეს, ახლანდელ პრემიებზე კი.."

ქართველი ხელოვანი: "1981-ში დინამოელებს ვოლგები აჩუქეს, ახლანდელ პრემიებზე კი.."
8-07-2024, 00:52
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა ხელოვანმა, სანდრო ელოშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ გამოაქვეყნა.

1981-ში დინამომ რომ თასების თასი მოიგო, მაშინ ფეხბურთელებს ვოლგები აჩუქეს, პრემიებიც მისცეს, მედლებიც დაკიდეს და კარდაკარ ატარეს შეხვედრებზე კავშირებში, საბჭოებში და ა.შ. ყიფიანი ფეხბურთელობის მერე პროკურატურაში მუშაობდა, გუცაევს უცხოეთიდან ჯინსები ჩამოჰქონდა და თბილისში ყიდდა, დარასელიას ძმის წაგებული ფული მიჰქონდა ოჩამჩირეში და ავარიაში გარდაიცვალა..

მიუხედავად იმისა, რომ მე 1988 წელს დავიბადე, მაინც მახსოვს უბანში კაცები რომ ყვებოდნენ ამ ისტორიებს, კიდევ უფრო სიბინძურეებსაც, ზოგ-ზოგიერთის ლოთობაზე, ნარკომანობაზე, ჩაწყობილ თამაშებზე და ა.შ. კი იყო გასული 15-20 წელიწადი დუსელდორფის ფინალიდან.. გავიდა კიდევ დრო და ის "ბირჟის" კაცები გაქრნენ! მათი სიკვდილის ამბავი არ გამიგია, არც სადმე გადახვეწის, ესეიგი კიდევ არიან, მაგრამ გათავდნენ თავიანტ ნეგატივში, უარყოფითსა და ბოროტებაში.

ორმოც წელიწადზე მეტი გავიდა 81 დან, ამდენის არც ვარ, არც მინახავს ის თამაში, მაგრამ საკმარისია კადრს მოვკრა თვალი, ან თუნდაც ხმა გავიგონო "и вот финальный свисток Рикардо Латтанци.." და გული მიჩქარდება სიხარულისგან. არც გუცაევის ჯინსები მახსენდება და არც დარასელიას "თავანი", გოლი მახსენდება, ერთი და ორი.. წლები გავა და დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები ითამაშებენ ბავარიაში, რეალში, ლივერპულში თუ მილანში, ათობით და ასობით მილიონი ადამიანი თავისიანად შეიყვარებს და უფასო "ვიზები" გვექნება უცხო ადამიანების გულებში, მარტო იმიტომ რომ ბედით ერთ ქვეყანაში, ერთი დროშის ქვეშ დავიბადეთ ჩვენც და კვარაც, ჩვენც და მამარდაც, ჩვენც და ჟორჟიც..

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, გვინდა თუ არა რომ ვიყოთ გახარებულები, თორემ 1/8 ფინალში გამოვარდნაში რა არის სასიხარულო, როცა წინ მეოთხედ, ნახევარ და მთლად მთავარი ფინალია. ბედნიერება არსებობს და იმ ქოთანივითაა, საიდანაც გინდა რომ მოაბამ ყურს. ჩვენს ხელშია ქოთანიც და ყურიც.. ხოდა მოდით იქითა მხრიდან მოვაბათ, საიდანაც უფრო ლამაზია, უფრო მოუხდება, თორემ ისტორია იზამს ამას ჩვენს მაგივრად, ჩვენს შვილებს ჩვენსავით ჟრუანტელი დაუვლით, როცა გაიგონებენ "მიდიიიის სანახავააად!", ჩვენ კი დავრჩებით "ბირჟაზე", ბედნიერება მიუღებელ მეჭორეებად!

- დაწერა ქართველმა ხელოვანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი