ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუანის ჩელენჯერზე პირველი მატჩი მოიგო! » სპორტის ხაზი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუანის ჩელენჯერზე პირველი მატჩი მოიგო!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუანის ჩელენჯერზე პირველი მატჩი მოიგო!
9-11-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ანტუან ჰოანგს შორის გამართული დაპირისპირება, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა 3 სეტში (7:6, 4:6, 6:2) მოიგო.

აღნიშნული დაპირისპირება ჩელენჯერის სერიის ტურნირზე გაიმართა, სადაც ნიკოლოზმა ფრანგი მეტოქე 1/16 ფინალში თანაბარ ბრძოლაში დაამარცხა. დაპირისპირება 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

ცნობილია თუ ვინ შეხვდება 1/8 ფინალში ქართველ სპორტსმენს. ის, კიდევ ერთი ფრანგი, ამჯერად მატიას ბურჟეა, რომელიც მსოფლიოს 361-ე ჩოგანია და ნიკოლოზ ბასილაშვილს მასთან შეხვედრა არასდროს გაუმართავს.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო მეტოქესაც დაამარცხებს, 1/4 ფინალში უგო გასტონსა და ვალენტინ როიეს წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. რაც შეეხება ფრანგული ჩელენჯერის გამარჯვებულს, ის 100 სარეიტინგო ქულას მიიღებს და 12 250 ევროთიც დაჯილდოვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.