თურქეთის პრეზიდენტი: "ამ მოვლენამ ევრო 2024-ს ჩრდილი მიაყენა!" » სპორტის ხაზი

თურქეთის პრეზიდენტი: "ამ მოვლენამ ევრო 2024-ს ჩრდილი მიაყენა!"

თურქეთის პრეზიდენტი: "ამ მოვლენამ ევრო 2024-ს ჩრდილი მიაყენა!"
7-07-2024, 19:38
Aa Aa
გაზიარება:

როგორც წინა დღეებში დაიწერა, უეფამ თურქეთის ნაკრების მცველი, მერიჰ დემირალი ნიდერლანდებთან 1/4-ფინალურ მატჩამდე "რუხი მგლების" მხარდასაჭერი ჟესტიკულაციის გამოხატვის გამო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

მერიჰ დემირალმა ევროს 1/8-ფინალში ავსტრიის კარში გატანილი გოლის შემდეგ ამ ჟესტიკულაციით მხარი იმ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებს დაუჭირა, რომლებიც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის პარტიის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი, თავად ერდოღანმა კი საჭიროდ ჩათვალა, რომ დემირალის მოკვეთა უეფასთან ხმამაღლა გაეპროტესტებინა.

მის დასჯაში სპორტულ პრინციპებს ვერ ვხედავ. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნითაა მიღებული, რაც ევრო 2024-ს დიდ ჩრდილს აყენებს. უეფამ არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ამ ნაბიჯის ახსნა უბრალოდ შეუძლებელია.

- თქვა ერდოღანმა.

სხვათა შორის, ერდოღანმა ისიც თქვა, რომ დემირალის დისკვალიფიცირებამ თურქეთს მუხტი მაინც ვერ დაუგდო და მომავალში მისი ქვეყანა ევროპის ჩემპიონობაზეც კი იფიქრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი