"ტყუილია, ამ ვარიანტს არასდროს განვიხილავდი" - წიტაიშვილმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო » სპორტის ხაზი

"ტყუილია, ამ ვარიანტს არასდროს განვიხილავდი" - წიტაიშვილმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო

"ტყუილია, ამ ვარიანტს არასდროს განვიხილავდი" - წიტაიშვილმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო
7-07-2024, 15:17
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების და დინამო კიევის გარემარბის, გიორგი წიტაიშვილის სახელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჟიტომირის პოლესიეს დაუკავშირეს.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივ მედიასთან კომენტარში ქართველმა ფეხბურთელმა უარყო.

"ტყუილია! პოლესიესში გადასვლას არც ახლა და არც არასდროს ვაპირებდი", - განაცხადა გიორგიმ.

ცნობისთვის, წიტაიშვილი 2023 წლის ზაფხულში ბათუმის დინამოს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, ახლა კი კონტრაქტი ამოწურულია და ქართველ ფეხბურთელს ან უკრაინაში დაბრუნება, ან კიდევ სხვა ვარიანტების განხილვა მოუწევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი