საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალწვეულმა, გიორგი გველესიანმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განვლილ ევროპის ჩემპიონატსა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.
ირანული პერსეპოლისის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ეპიზოდში ის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ვილი სანიოლმა გველესიანზე შეკრებისას ყველა დანარჩენი მოთამაშის გასაგონად თქვა:
მინდა, ის სიტყვები აღვნიშნო, რაც შეკრებაზე სანიოლმა ყველას გასაგონად თქვა. მან განაცხადა, რომ საკმაოდ რთული გზა გავიარე და შანსის მოცემას ვიმსახურებდი, რადგან ირანში 8 წელია ოჯახის წევრების გარეშე ვცხოვრობ.
- ამბობს ფეხბურთელი.
გიორგი გველესიანმა ევრო 2024-ზე მხარდაჭერისთვის ქართველ გულშემატკივარს დიდი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ტემპის შენარჩუნება და კარგად დაწყებული საქმის გაგრძელებაა.