2 ინგლისიდან 1 გერმანიიდან - კაკაბაძის ტრანსფერით სამი კლუბი დაინტერესდა » სპორტის ხაზი

2 ინგლისიდან 1 გერმანიიდან - კაკაბაძის ტრანსფერით სამი კლუბი დაინტერესდა

2 ინგლისიდან 1 გერმანიიდან - კაკაბაძის ტრანსფერით სამი კლუბი დაინტერესდა
3-07-2024, 14:50
Aa Aa
გაზიარება:

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და ურთულესი ჯგუფიდან გავიდა, მერვედფინალურ ეტაპზე კი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.

გარდა კარგი შედეგებისა, ვილი სანიოლის გუნდმა ქართველი და უცხოელი გულშემატკივრების გული კარგი, გამართული თამაშით მოიგო, რამაც ქართველი მოთამაშეების მიმართ ინტერესი სხვადასხვა ჩემპიონატებში კიდევ უფრო გაზარდა.

გამონაკლისი არც "ჯვაროსანთა" მცველი ოთარ კაკაბაძე ყოფილა, რომელმაც თუ პოლონურ გამოცემა sportowefakty-ს დავუჯერებთ, 3 კლუბის ყურადღება მიიპყრო.

"ჩვენი ინფორმაციით, კაკაბაძის თაობაზე კრაკოვიას სამმა კლუბმა უკვე მიმართა - ორი ინგლისიდანაა, ერთი კი გერმანიიდან. უფრო კონკრეტულად, კლუბები ჩემპიონშიპიდან და ბუნდესლიგა 2-დან არიან დაინტერესებულები, თუმცა კონკრეტული კლუბები არ სახელდება", - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, კაკაბაძე ამჟამად პოლონური კრაკოვიას ღირსებას იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერი ღირებულება კი გერმანული Transfermarkt-ის ინფორმაციით 600 000 ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი