მიქაუტაძის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია » სპორტის ხაზი

მიქაუტაძის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია

მიქაუტაძის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია
2-07-2024, 21:47
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მართალია, სულ ცოტა ხნის წინ ფრანგულმა "მეცმა" მისი ტრანსფერი "აიაქსიდან" 13 მილიონად გამოისყიდა, თუმცა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ჟორჟი ამ ფრანგულ გუნდში არ დარჩება.

თუმცა, ამის მიუხედავად, არ არის გამორიცხული მიქაუტაძე მომავალ სეზონში სხვა ბევრად ძლიერ ფრანგულ გუნდში ვიხილოთ. ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა, რომ მიქაუტაძე უკვე შეთანხმებული იყო "მონაკოსთან", თუმცა ჯერ-ჯერობით ეს ინფორმაცია არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია.

ამის პარალელურად, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვესტ ჰემის" ახალი მთავარი მწვრთნელი ხულიენ ლოპეტეგი შეტევის გაძლიერების ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ქართველ ფეხბურთელს განიხილავს, თუმცა ლონდონელთა მთავარი სამიზნე მაროკოელი იუსუფ ელ-ნესირია. რაც შეეხება უკვე ფრანგულ პრესას - ჩვენი ფრანგი კოლეგების ცნობით, ამ რბოლაში პირველობა "ლანსმა" გადაიბარა, თუმცა იქვე არიან "მონაკო" და "ლიონიც", რომელიც პირველ ოფიციალურ წინადადებასაც ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 გოლის გატანა მოახერხა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი, ამ დროისთვის 15 მილიონ ევროს შეადგენს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი