"არ მინდოდა ჩემს შვილს პენალტი დაერტყა, რადგან.." - ლაშა დვალის მამის განცხადება » სპორტის ხაზი

"არ მინდოდა ჩემს შვილს პენალტი დაერტყა, რადგან.." - ლაშა დვალის მამის განცხადება

"არ მინდოდა ჩემს შვილს პენალტი დაერტყა, რადგან.." - ლაშა დვალის მამის განცხადება
2-07-2024, 18:19
Aa Aa
გაზიარება:

ტელეკომპანია იმედის გადაცემაში "იმედის დღე" სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის ლაშა დვალის მამა, რომელმაც საბერძნეთთან გამართული პენალტების სერია გაიხსენა და აღნიშნა, რომ არ უნდოდა ლაშას პენალტი დაერტყა.

"საბერძნეთთან მატჩისთვის მე და ჩემი მეუღლე სახლში დავრჩით და სტადიონზე არ წავედით, რადგან მშვიდად ყურება გვინდოდა თამაშის.

სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა პენალტების სერიაში ლაშას დაერტყა, რადგან მანამდე შესრულებული ორი პენალტი გაცუდებული ჰქონდა - ვერ შევძელი დარტყმის მომენტისთვის რომ შემეხედა.

მიუხედავად ამისა, როგორც ლაშამ თქვა შემდგომ ინტერვუიში თავის თავში იგრძნო ძალა და იფიქრა, ამხელა კარში როგორ ვერ უნდა გავიტანოო და კიდევაც შეასრულა
", - განაცხადა ირაკლი დვალმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი