აპოელმა კვიპროსის ჩემპიონატში ქართველების გოლებით მოიგო » სპორტის ხაზი

აპოელმა კვიპროსის ჩემპიონატში ქართველების გოლებით მოიგო

აპოელმა კვიპროსის ჩემპიონატში ქართველების გოლებით მოიგო
27-01-2024, 14:26
Aa Aa
გაზიარება:

კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში აპოელმა ნეა სალამისს 4:0 მოიგო, მასპინძელთა მხრიდან კი თავის გამოჩენა გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა შეძლეს.

საგულისხმოა, რომ ერთიც და მეორეც სასტარტო შემადგენლობაში იყო. გიორგი ქვილითაიამ მეტოქის კარი 36-ე წუთზე აიღო, როდესაც საჯარიმოს მისადგომებთან ქართველმა ფორვარდმა კარგად ითამაშა, ხოლო დვალმა კი მეტოქეს მესამე ბურთი კუთხურიდან 51-ე წუთზე გაუტანა.

ლაშა დვალმა მინდორი 65-ე წუთზე დატოვა, ხოლო გიორგი ქვილითაია თამაშიდან 81-ე წუთზე მოხსნეს (ქართველები ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ).

21 ტურის თავზე აპოელი კვიპროსის ჩემპიონატს 48 ქულით ლიდერობს და ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი